X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

17 ივნისი 2019

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ტოპოგეოდეზიური სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე ერთდროულად 4 საპროექტო ჯგუფი მუშაობს. პროექტირების ფარგლებში, ასევე მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები.

ანაკლიაში, საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილზე გაეცნენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს. „სმექმა“ პროექტირება ოქტომბერში უნდა დაასრულოს. პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შედგენს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის  მშენებლობის დაწყება 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.